საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს. ეს ოკუპაციის ის მძიმე შედეგია, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს”, განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში აიკრძალება.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელების თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.