საქართველო

მიხეილ ჩხენკელი: „ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს წამყვანი სპეციალისტებისგან იღებენ.