საქართველო

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდების თარიღებმა შესაძლოა, აგვისტოში გადაიწიოს, გამოცდის ფორმატი კი, უცვლელი დარჩება

ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში, ამ დროს გაცილებით უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, თარიღებმა შესაძლოა, აგვისტოსკენ გადაიწიოს.

„ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება, მოხდეს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღებში ცვლილება, რომ თარიღებმა შესაძლოა, გადაიწიოს აგვისტოსკენ. მაგრამ ერთადერთი მიზეზი იქნება ამისი ეპიდსიტუაცია. შესაბამისად, როდესაც ივნისში ჩვენ გვექნება გაცილებით მკაფიო სურათი, სამედიცინო პროტკოლებიც იქნება უფრო დაზუსტებული და ეპიდსიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული, რომელიც ასახავს კონკრეტულად იმ დროს მოქმედ ვითარებას, ეს იქნება ზედმიწევნით კარგად შესრულებული. მთავარი ამოსავალი წერტილი, საფუძველი ეს იქნება ადამიანის ჯანმრთელობა. რაც შეეხება ფორმატს გამოცდების, ეს რჩება უცვლელი, ისევე, როგორც იყო.

შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით, აქცენტს ვიღებთ ივნისზე, როგორც იყო წინა წლებში. როგორც იყო წინა წლებში, კონკერტიკას თარიღებთან დაკავშირებით და კონკრეტულ ინსტრუქციებს ჩვენ დეტალურად გაცნობებთ ივნისში, ისევე როგორც ხდებოდა წინა წლებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.