საქართველო

მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ სცნო.

მოსამართლე შორენა გუნცაძის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.