საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: პრაქტიკულად, საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას

„ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ დღევანდელი წერილი, სენატორ რიშის და სენატორ შაჰინის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“.

„ეს არის ორი ძალიან ცნობილი, ძალიან წესიერი, ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე მთელ საერთაშორისო არენაზე, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს იმას, თუ რაც ხდება საქართველოში. ისინი იხსენებეენ სიამაყით, რომ იყვნენ დამკვირვებლები 2012 წლის არჩევნებზე და იხსენებენ თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება და შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე, იმ უსამართლობაზე, რომელიც არის ახლა.

„ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ესენიც ვიღაცის ლობისტები არიან? პრაქტიკულად, საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“, აცხადებს სააკაშვილი.

guardian.ge