საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: „მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვას.

„მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა, როგორც ამას ხსოვნის ტრადიცია მოითხოვს, საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად“, წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.