საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: „მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიხეილ სააკაშვილი skype-ით ჩაერთო. მან ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახლა რუსთაველის გამზირზე დგას და ის მზად არის მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში, როგორც კი მას ხალხი დაუძახებს.

„აღარაფერს აღარ მოვითმენთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ. მათ ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს. არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით.

იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.