საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ლეონიდ კრავჩუკმა გაცილებით მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე ივანიშვილმა და გახარიამ

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უკრაინის ვიცე–პრემიერის პოსტზე წარდგენილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ლეონიდ კრავჩუკს გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე “გაზპრომის მთავარ კერძო აქციონერს, ივანიშვილს და რუსეთის საგარეო დაზვერვის შტატიან თანამშრომელს, გახარიას”.

“პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკის ბრძანებით, უკრაინელმა მფრინავებმა აფხაზეთში, სოხუმიდან რუსული შეიარაღებული ძალების ალყიდან, თავიანთი სიცოცხლის ფასად ათეულობით ათასი ადამიანი გამოიყვანეს. ლეონიდ კრავჩუკმა გაცილებით მეტი გააკეთა საქართველოსთვის, ვიდრე მისმა ახლანდელმა მმართველმა, გაზპრომის მთავარმა კერძო აქციონერმა, ივანიშვილმა და პრემიერ მინისტრმა გახარიამ, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის შტატიანი თანამშრომელია”, აცხადებს სააკაშვილი.

GUARDIAN.GE