ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მთიანი ყარაბაღის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა ხორციელდება

(GUARDIAN.GE) – აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სადავო მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო შეტაკებები განხორციელდა, ჩამოგდებულია სულ მცირე ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, იტყობინება BBC.

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა წამოიწყო.

აზერბაიჯანულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. მათივე ცნობით, დაღუპულები და დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

რას აცხადებენ მხარეები?

სომხეთს თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის რეგიონულ დედაქალაქ სტეფანაკერტზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 08:10 საათზე დაიწყო. მათივე ცნობით, მათ ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და სამი ტანკი გაანადგურეს.

„ჩვენი პასუხი იქნება პროპორციული, არსებულ მდგომარეობაზე კი სრული პასუხიმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასობაში კი, აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი ჯარების „კონტრ-შეტევითი ოპერაციის“ შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც „სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქმედების ჩახშობა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რამდენიმე სოფლის მიმართულებით გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი და დაჭრა და ინფრასტრუქტურის დიდი დაზიანება გამოიწვია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი ვერტმფრენი დაკარგეს, მაგრამ ეკიპაჟი გადარჩენილია და განადგურებულია 12 სომხური საჰაერო სისტემა.