საქართველო

მთავრობის სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.

„ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რომელიც კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული და ბატონმა ლევან დავითაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

​პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელიც დღეს იქნება განხილული, მათ შორის არის 2020 წლის ბიუჯეტი და გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა.