საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა

ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო მანამდე, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურებში.