საქართველო

„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო

„მთავარი არხის“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა – ხმების 33%-ით. ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს.

დანარჩენი ხმები ასე ნაწილდება: 

ევროპული საქართველო 5%


ლელო 4%


გირჩი 3%


სტრატეგია აღმაშენებლი 3%


პატრიოტთა ალიანში 2%


მოქალაქეები 1%

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, უბნების მიხედვით, რამდენიმე საათში დაიწყებს.