საქართველო

მე-11 ბატალიონის GDRP-ის დასკვნითი წინამოსამზადებელი წვრთნები ტარდება

საქართველოს თავდაცვის ძალების, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელი ბაზის, „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის შეფასებას ახორციელებს.

მე-11 ბატალიონის ბრავო ასეულმა ოცეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა, სადაც ფუჭი ვაზნებით თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელი წვრთნების შეფასება მე-11 ბატალიონის ინსტრუქტორებმა განახორციელეს.

ქვედანაყოფმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური და ათეულის დონის მომზადება სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე გაიარა. ოცეულის დონის წვრთნების დასრულების შემდეგ, მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩაერთვება.