საქართველო

მეუფე ანტონმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა: „ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება – პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს“

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა ანტონმა მოინახულა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო მზად არის, ნაბიჯი გადადგას სასულიერო პირის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

„საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ვალდებულები ვართ განვიხილოთ შიგნით. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც, ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად. დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზე არის, აბსოლუტურად და თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ ის იქნება, რა თქმა უნდა, შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება, პრეზიდენტი, მე ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს და მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს. ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაგრამ უიმედობა არ არის, მალე გამოჯანმრთელება. მე ვთვლი, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. პატრიარქის პოზიცია არის დადებითი, როგორც გითხარით და იქნება დადებითი”, ამბობს მეუფე ანტონი.