საქართველო

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 985 ტესტიდან, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ლენჯერის თემიდან არიან.

პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარის თქმით, კიდევ გაკეთებულია 900-მდე ტესტი, რომელთა პასუხებიც დღის ბოლომდე იქნება.

„ხალხი ძალიან აქტიურად მიდის ტესტირებაზე, იმიტომ რომ კარგად იციან, რომ ეს არის შეჩერების გზა. ჯერჯერობით შედარებით გამკაცრებული ზომები დარჩება სოფელ ლენჯერში, იმიტომ რომ ლენჯერში ამ წუთისთვის გამოვლენილია ყველზე მეტი შემთხვევა“, – განაცხადა სუბარმა.