საქართველო

მესტიაში ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი მიმდინარეობს

დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი მიმდინარეობს.

ღონისძიებაში, რომელიც ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ.

მონაწილე ანსამბლებს ლაურეატის წოდება მიენიჭათ და საგანგებო სიგელები გადაეცათ.

ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.