მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში

მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატის კინგის ოლქში, იტყობინება CNN  ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზზე დაყრდნობით.

განცხადების თანახმად, გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც შაბათს გარდაიცვალა.

უფრო ადრე, ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი, 50-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ინფექციის შეყრამდე ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნდა, ასევე ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.

როგორც CNN სამი ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტებზე დაყრდნობით იტყობინება, კალიფორნიაში კვირას კორონავირუსის სავარუდოდ 5 ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა, მათგან ორი პაციენტი, ჯანდაცვის მუშაკია ალამედას და სოლანოს ოლქებიდან და კალიფორნიის ვაკავილის (საკრამენტოდან 34 მილის დაშორებით მდებარე ქალაქი) საავადმყოფოში მუშაობს.

ერთობლივ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ორივე პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პაციენტთან, რომელიც ამჟამად საკრამენტოს სამედიცინო ცენტრში არის ჰოსპიტალიზებული. კორონავირუსის ნიშნების მქონე ჯანდაცვის მუშაკებ ახლა თავიანთ სახლებში არიან იზოლერებული.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, საბოლოოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უნდა დაადასტუროს.

სამი ახალი შემთხვევა სანტა კლარას ოლქშია გამოვლენილი, სადაც მთლიანობაში 7 ადამიანია ახალი კორონავირუსით ინფიცირებული. ერთ-ერთი ქრონიკული დაავადების მქონე ქალია. უცნობია, რა გზით გადაედო მას ვირუსი. სხვა ორ შემთხვევაში ინფექცია ცოლ-ქმარს დაუდგინდა.  ორივე ჰოსპიტალიზებულია. მამაკაცს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს. ორივე მათგანი ახლახან ეგვიპტეში მოგზაურობდა.

GUARDIAN.GE