ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები სურს, თუმცა გამოითქმება მოსაზრებები ამგვარი ვარიანტის წინააღმდეგ

თურქეთს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უთანხმოებების დიპლომატიური დარეგულირების გზები ამოწურული არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მოთხოვნად ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები რჩება. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ამ საკითხზე აქტიურად არის კონტაქტზე როგორც კიევთან, ისე იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინულ მხარეს უნდა, რომ თავისი უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ.

„უკრაინა ისწრაფვის მიიღოს უსაფრთხოების იმგვარი გარანტიები, როგორიცაა ნატოს წესდების მე-5 მუხლი. გამოითქმება მოსაზრებები მსგავსი ვარიანტის წინააღმდეგ, განიხილება ალტერნატიული გზები სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი რუსეთისა და უკრაინის მომლაპარაკებელ დელეგაციებთან კავშირზე იმყოფება.

„უკრაინის საგზაო რუკის ერთ მაგალითს მოვიყვან: რუსული ჯარების ეტაპობრივი გაყვანა სანქციების რეჟიმის გადახედვის პარალელურად. ანუ, უკვე საჭიროა გაანალიზება ვარინტების, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოჰყვება და ნორმალიზების საფუძვლების ფორმირებას მოახდენს“, – თქვა თურქმა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რო დღეს მსოფლიო ახალი ცივი ომის დაწყების მომსწრე ხდება.

„შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფას ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. თურქეთი მიისწრაფვის ამ საკითხზე ინიციატივა თავის თავზე აიღოს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

guardian.ge