საქართველო

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელიც ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.

მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი.