საქართველო

მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა

22 აპრილს სოფელ მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა. ღონისძიება 12 საათზე დაიწყო და მას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

წლევანდელი აპარნობა მარტყოფელებმა ქართული ჭიდაობაში, დოღსა და მკლავჭიდში შეჯიბრით აღნიშნეს. დოღში გამარჯვებულთა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I – ოთარ ჯანჯუხაძე
II – პაატა გუგუნაშვილი
III – ბექა ლორიაშვილი

ფალავნობაში ქომაგებმა არაერთი უშეღავათო ორთაბრძოლა იხილეს, სადაც შეჯიბრი გაიმართა 60, 70 წონით კატეგორიებში და აბსოლუტურში.

ფალავნის ტიტული თელაველ ტატო მოსახლიშვილს ერგო, მეორე ადგილი სოსო ებილაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გიორგი ბერიაშვილი გავიდა.
რაც შეეხება 60 და 70 წონით კატეგორიებს:

60 კგ.
I – სანდრო ძამაშვილი
II – ნოდარ ძამაშვილი
III – აკაკი ეპიტაშვილი

70 კგ.
I – გიორგი ჯამასპაშვილი
II – ელგუჯა ორკოდაშვილი
III – გიორგი ითაშვილი

პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი მკლავჭიდში 18 წლამდელებსა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

-18 წლამდელთა შორის:
I – გუგა ვარსიმაშვილი
II – ლაშა შპეტიშვილი
III – გიორგი შოშიაშვილი

+18 წლამდელთა შორის:
I – ნიკოლოზ მათიაშვილი
II – გიორგი ობოლაშვილი
III – გიგა გოგოჩაშვილი

გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და სპორტულ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელებს 200 ლარიანი, მეორეს – 150 ლარიანი, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს – 100 ლარიანი ვაუჩერები ხვდათ წილად. გამარჯვებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მერის მოადგილემ რევაზ ეგაძემ და მარტყოფში მერის წარმომადგენელმა მამუკა გულიაშვილმა დააჯილდოვეს.

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.