მარნეულში დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა.
მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტის დემონტაჟი გუშინ, ღამით განხორციელდა. სამუშაოებს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები.
მარნეულში მკაცრი კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა.