საქართველო

მარინა ეზუგბაია: „პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია“

პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი შემთხვევა, საქართველოში, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა.

„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511, დაგვემატა სულ ექვსი ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.