საქართველო

მარინა ეზუგბაია: „განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა“

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საქართველოში კორონავირუსის დადასტურების მეოთხე შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ვირუსით ინფიცირება დღეს დაუდასტურდა, დანარჩენი სამი შემთხვევისგან გაცილებით მძიმეა.

„დღეს, დილის 11 საათის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში არის 25 პაციენტი, აქედან 11 პაციენტს აეღებათ ტესტირება ახალ კორნავირუსთან დაკავშირებით, გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ამ ვირუსზე, 21-დან 20-ზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთ პაციენტთან დადასტურდა ეს დაავადება, ანუ ეს არის ჩვენს ცენტრში დაავადების მეოთხე შემთხვევა, განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ კლინიკურად მძიმე ფორმაა, დაავადება გამოვლინდა ტემპერატურის მატებით, მაღალი 38-ნახევარზე მეტი და შედარებით მძიმე კლინიკით. დიაგნოსტირებულია, ლაბორატირიებით დადასტურებულია სიტუაციები, დაწყებულია მკურნალობა, გუშინდელს შემდეგ დღემდე მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება ჯერჯერობით არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე დამთავრდება. მეოთხე პაციენტის ეპიდემიოლოგიური ისტორია არის ისევ იტალია“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.