საქართველო

მარინა ეზუგბაია: „გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს“

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„გუშინ ჩვენ ჩვენ გვყავდა 610 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი და არის 615, ხოლო გამოჯანმრთელებული იყო 269, დაემატა ექვსი და გახდა 275. თუ ამ მონაცმებს შევაფასებთ, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 331 პაციენტი მკურნალობს.

თუ ადევნებთ თვალს ამ დღეების განმავლობაში არსებულ ციფრებს, ნახავთ, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს, რაც ძალიან კარგია. 275 გაეწერა და 331 მკურნალობს. თუა ასე გაგრძელდება ალბათ გარკვეულწილად იქნება განსხვავება კარგი და სერიოზული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.