საქართველო

მარია ზახაროვა: დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს.

ზახაროვამ „რუსთავი 2″-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი ქართული მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“, აცხადებს მარია ზახაროვა.