საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. დიდ შაბათთან დაკავშირებით, ტაძრების გარშემო გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.

სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული, ტაძრებს შემოატარეს.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

სახარების მიხედვით, საფლავში დაფლულ უფალთან დილაადრიან მენელსაცხებლე დედები მივიდნენ. საფლავზე მიდებული ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ აუწყა, რომ უფალი აღდგა.