საქართველო

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახა ოქრიაშვილის გარდა, 120/30-ზე საარჩევნო მოდელს ყველა მაჟორიტარი დეპუტატი მხარს უჭერს

მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

„კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის. გამონაკლისია კახა ოქრიაშვილი, რომელიც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და დღესაც ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ ყველა სხვა მაჟორიტარი ამბობს, რომ რადგან შერეული სისტემა შენარჩუნებულია, მართალია უფრო ცოტა მაჟორიტარული ოლქით, მაგრამ მაინც და თან ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი არსებობს, რომელიც 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ეხება, ისინი ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.