საქართველო

მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული, ჩვენი შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის 55 პროცენტიანი მაჩვენებელია, რადგან პარტიული აქტივის 80 პროცენტმა 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ეგზიტპოლის მიხედვით 55 პროცენტიანი მაჩვენებელია, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფიქრობს თუ არა რომ ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტიული აქტივის 80 პროცენტმა საარჩევნო უბნებზე 17:00 საათის შემდეგ მისცა ხმა.

„არ არის გამორიცხული, რომ „იმედის“ მიერ გამოცხადებულ მონაცემებსაც კი, ზემოთ აცდეს ჩვენი შედეგი, რადგან ჩვენ განსხვავებით წინა წლებისგან ჩვენი პარტიული აქტივი დავაორგანიზეთ, ვინც ხმების მობილიზებაში მონაწილეობდნენ, დავაორგანიზეთ 17:00 საათის შემდეგ. პარტიული აქტივის 80 პროცენტმა უბნებზე ხმა მისცა ხუთი საათის შემგდომ. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება გარკვეული დრო, ეგზიტპოლის ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ ჩვენი შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მე ამ პოზიტიურ მოლოდინს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.