საქართველო

მამუკა ბახტაძე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შევხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შევხვდა.

“შეხვედრის დროს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-სა და ევროკავშირის ოპერაციებში.

დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელი NATO – საქართველოს ურთიერთობებში იქნება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის წელი.

საქართველო NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯეიმს აპატურაის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.