საქართველო

მამუკა ბახტაძე: შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა

შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.

პრემიერ მინისტრმა 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ „ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“ და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან გადაარჩინა.

მან განაცხადა, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, თუმცა ძალის გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი და ამას გამოძიების დასრულებისთანავე კონკრეტული პასუხი გაეცემა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ პროცესები რუსთაველსი გამზირზე უპასუხისმეგებლო ოპოზიციის პროვოცირებული უწოდა. „არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ აქვს კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, განაცხადა ბახტაძემ.