საქართველო

მამუკა ბახტაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

„სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება“, განაცხადა მორგან ორტაგუსმა პრესკონფერენციაზე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას კი მან თქვა, რომ ვაშინგტონი ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.