საქართველო

მამუკა ბახტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში

სამწუხაროდ, არ გვიხილავს ევროპული სტილის კამპანია, აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში „ბინძურ ხერხებს” იყენებენ.

„მოსახლეობამ კარგად იცის, როგორი ბინძური ხერხები იქნა გამოყენებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. პირადული შეურაცხყოფები, დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსები“ და ბევრ სხვა ნეგატივი. ამის მიუხედავად, მინდა განვაცხადო, ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანსს შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში.

28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადეთი, ვინც მიიღებს გადაწვეტილებას, თუ ვინ იქნება საქარველოს პრეზიდენტი“, განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ.