პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებს ხვალ, 26 ივნისს წარადგენს.
„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას. მე, სანამ მთავრობის სხდომა დაიწყება, მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, თუ როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დღეს დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.