საქართველო

მამუკა ბახტაძე: მეორე ტურიც ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება

„2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყველა არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდა”, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის შემდეგ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდება.

„ეს აისახა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის შეფასებაში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მთავარი მიღწევა იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

მეორე ტურიც ჩატარდება ყველა სტანდარტის დაცვით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია”, განაცხადა ბახტაძემ.