საქართველო

მამუკა ბახტაძე: არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს

ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა „განწირულია მარცხისთვის”.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კანონით და კონსტიტუციით არის დაცული, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი…. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო, საფრთხე დაემუქროს მათ”, განაცხადა ბახტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიცია საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.