საქართველო

მამუკა ბახტაძე: არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი – ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნების თარიღს კანონი და შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაღვრავს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო”.

„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.