საქართველო

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა

მალხაზ თორიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზის შესახებ მას არაფერი განუცხადებია. 

თორია გუბერნატორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა, მანამდე ის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.