აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მალაიზიის პრემიერ მინისტრი, 94 წლის მაჰათირ მოჰამედი პოსტიდან გადადგა

მალაიზიის პრემიერ მინისტრმა, 94 წლის მაჰათირ მოჰამედმა, თავის გადადგომის შესახებ ქვეყნის მეფეს უკვე აცნობა.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული პრემიერ მინისტრის, მაჰათირ მოაჰამედის შოკისმომგვერელი გადადგომა მას შემდეგ მოხდა, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კოალიციის ფორმირება პრემიერს შესაძლოა მის შემცვლელად დასახელებული, ანვარ იბრაჰიმის გარეშე მოეხდინა.

იგი ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა (მეორედ). შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ, მან მაშინდელი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი შეცვალა, რომელიც მთავრობის კუთვნილი თანხის, მრავალი მილიარდი დოლარის სკანდალთან იყო დაკავშირებული.

პრემიერ მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ წერილი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე იქნა ჩაბარებული. განცხადებაში სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

როგორც BBC იუწყება, უცნობია, თუ ვინ იქნება შემდეგი პრემიერ მინისტრი ან დადგება თუ არა დღის წესრიგში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მაჰათირი მალაიზიის პოლიტიკაში ათწლეულების განმავლობაში იყო დომინანტი. იგი მანამდეც იკავებდა პრემიერ მინისტრის პოსტს – 1981-2003 წლებში და ხელისუფლებაში ხანგრძლივად მყოფი მმართველი პარტიის, „ბარისან ნასიონალის“ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ანვარი მაჰათირის მოადგილე იყო, მაგრამ მათ შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 1998 წელს იგი ხელმძღვანელობაზე კინკლაობის გამო დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან, მოგვიანებით კი კორუფციისა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ბრალდებით გაასამართლეს, რაც ფართოდ იყო მიჩნეული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

2018 წელს მაჰათირმა შოკში ჩააგდო ქვეყანა, როცა გამოაცხადა, რომ იგი ოპოზიციურ ალიანსს, პაკატან ჰარაპანს უერთდებოდა იმისათვის, რომ ძალაუფლებიდან კორუფციაში ჩაფლული ნაჯიბის მთავრობა ჩამოეცილებინა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ