ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მაიკ პომპეო ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ, ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრა ჩავიდა და მასთან გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმეზე ისაუბრებს. ერდოღანის შემდეგ მაიკ პომპეოსთან შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

სამშაბათს მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრეს შეხვდა.

„საუბრის დროს ხაზი გავუსვი დეტალური და ოპერატიული გამოძიების აუცილებლობას. საუდის არაბეთი კი, ამას აუცილებლად შეასრულებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეხვედრის დროს საუდის არაბეთის პრინცმა სტამბოლის საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა უარყო.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ანკარამ ერ-რიადი დაადანაშაულა. და აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.