საქართველო

მაიკ პომპეო: აშშ და ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

„აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ”, ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

მოკავშირეებთან ერთად, განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.