მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მაიკლ კოენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა ქრისტეშობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა დეკემბერში შობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ HuffPost-ი ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატზე და ერთ დროს მის განსაკუთრებით ნდობით აღჭურვილ პირზე, მაიკლ კოენზე დაყრდნობით წერს. მაგრამ, კოენის აზრით, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ტრამპი არ აპირებს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის აღიარებას.

„მე არ გამიკვირდებოდა, თუკი საერთოდაც არ იყოს არაღიარების სიტყვა“, უთხრა -MSNBC ის ალექს უიტს კოენმა კვირას. „ჩემი თეორიაა, რომ ქრისტეშობის პერიოდში იგი გაემგზავრება მარ-ა-ლაგოში და არ მჯერა, რომ ვაშინგტონში დაბრუნდეს. ვფიქრობ, ის დარჩება მარ-ა-ლაგოში ინაუგურაციის პერიოდამდე“. 

კოენმა დაამატა, რომ მოსალოდნელია, ტრამპი არ დაესწროს ინაუგურაციას. „იგი წაგებულია და ეს მას კლავს“.

„დონალდ ტრამპს არ შეუძლია იმ ფაქტის მიღება, რომ მან წააგო. მისთვის, ‘ლუზერის’ დაძახება ყველაზე საშინელი რამ არის მსოფლიოში, რაც კი შეიძლება მას უწოდო“.

შედეგად, კოენის აზრით, ტრამპი, ოფისისის დატოვების შემდეგ არჩევნების შედეგების შესახებ სასამრთლოში ბრძოლას განაგრძობს, რომ ზიანი მიაყენოს ახალ ადმინისტრაციას.

„იგი თავის საკუთარ მედია კომპანიას წამოიწყებს“, პროგნოზირებს კოენი და შენიშნავს, რომ მას ამის გაკეთება 2015 წელს უნდოდა.

კოენი კონგრესისთვის ტყუილის თქმისა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დარღვევებისთვის ცნეს დამნაშავედ და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხიდან მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს და კორონავირუსის პანდემიის გამო, შინაპატიმრობაში განაგრძობს სასჯელის მოხდას.

GUARDIAN.GE