აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. 

ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებული მებრძოლები და უცხოელი მებრძოლები ლიბიას სამი თვის ვადაში დატოვებენ.

გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობისა და აღმოსავლეთ ლიბიაში ბაზირებული ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის წარმომადგენლები პოლიტიკურ დისკუსიებს ნოემბერში გამართავენ.