საქართველო

ლიბერთი ბანკი: მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს

მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:

▪️ Contact
▪️ IntelExpress
▪️ Moneygram
▪️ Ria Money Transfer
▪️ Unistream
▪️ Welsend
▪️ Western Union

საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა.