საქართველო

„ლიბერთის“ ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი

ლიბერთის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკი“ ავრცელებს.

„მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის თანადგომა თავისუფლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – აცხადებენ ლიბერთიში.