საქართველო

ლიბერთიმ საქართველოს ყველა ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა პანსიონატს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და მეგობრების სახელით საახალწლო საჩუქრები საქართველოს ყველა ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა პანსიონატს გადასცა.

ლიბერთიმ აღნიშნული აქციით 800-მდე ბენეფიციარი უზრუნველყო საკვებითა და საახალწლო ტკბილეულით.