საქართველო

ლევან რატიანი: „შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული, ამიტომ საჭიროა სოციალური დისტანცირება“

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის თქმით, შესაძლოა, ადამიანების 80 პროცენტი კლინიკური ნიშნების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის საშიშია.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის. რაც შეეხება 20 პროცენტს, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაში საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომაა მოწოდება სოციალური დისტანცირება. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე”, – განაცხადა ლევან რატიანმა.