საქართველო

ლევან რატიანი: „ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ გვყოლია“

ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს.

„დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. მიღებული გვაქვს 10 პაციენტის პირველადი პასუხი, იმედია, ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 61 პაციენტი მკურნალობს.