საქართველო

ლევან იზორია: ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი ე.წ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი – ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, თავდაცვის უწყების ცნობით, ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა.