საქართველო

ლევან იზორია ყოველწლიურ შეხვედრას „ელჩების კონფერენცია 2018“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრაში „ელჩების კონფერენცია 2018“ მონაწილეობა მიიღო.

ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა კონფერენციის II პანელზე, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო.

„ელჩების კონფერენცია 2018“ მიმდინარეობისას საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობა შეფასდება. ასევე, განხილული იქნება საერთაშორისო პოლიტიკის გლობალური და რეგიონული გამოწვევები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, დიასპორასთან ურთიერთობა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა.

კონფერენცია 21 დეკემბერს დასრულდება.