საქართველო

ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში. ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კი, რომელსაც ამჟამად ლევან იზორია იკავებს, გახარიამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.